ახალი ამბები

საქართველოში იმპორტირებული ყვავილების 35%-ი ეკვადორიდან შემოვიდა

საქართველოში ყვავილების იმპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 5,321.07 ათასი დოლარის ღირებულების 742.98 ტონა ყვავილები იყიდა, მაშინ როდესაც 2024 წლის პირველ კვარტალში იმპორტი 2,734.86 ათას დოლარს და შესაბამისად 635.82 ტონა ყვავილებს შეადგენდა.

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოსთვის ყვავილების ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა (ღირებულების მიხედვით) ეკვადორია, რადგანაც 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ეკვადორიდან 1,859.82 ათასი დოლარის ყვავილები შემოიტანა, რაც იმპორტის 35%-ია.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ყველაზე მეტ მოჭრილ ყვავილებს და კოკრებს ყიდულობს.

ეკვადორი – 1,859.82 ათასი დოლარი,

სომხეთი – 954.95 ათასი დოლარი,

თურქეთი – 765.93 ათასი დოლარი,

ნიდერლანდები – 754.45 ათასი დოლარი,

კენია – 725.36 ათასი დოლარი.

საგულისხმოა, რომ ბოლო წლების სტატისტიკით 2024 წელს საქართველომ რეკორდული ღირებულების ყვავილები შეიძინა.2024 წელს ქვეყანამ 11,419.59 ათასი დოლარის ყვავილები იყიდა.