ახალი ამბები

სოფელ ზეგაანის წმინდა ,, მარინეს” სახელობის ეკლესია

სინოპტიკოსის მერაბ სამუნაშვილის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში მდებარე წმინდა ,, მარინეს” სახელობის ეკლესია მე-V საუკუნეს განეკუთვნება.

,,ეკლესია მინიატურულია (შიდა ზომებია: სიგრძე-2,5 მ. სიგანე- 2,5 მ), გამოირჩევა სხვა ქართული ეკლესიებისგან იმით, რომ მცირე გუმბათი შიგნიდან აქვს დატანებული. ეკლესიის ინტერიერში შემორჩენილი კედლის მხატვრობა, მე-XV განეკუთვნება. გუმბათის ცენტრში მაცხოვარია გამოსახული სახარებით ხელში. კედლებზე, სხვადასხვა ბიბლიური სცენებია გამოსახული, რომელთა შორის წმინდა მარინეს ფრესკაც არის. ეკლესია ნაგებია მსხვილი და საშუალო ზომის რიყის ქვის ლოდებით, კირის ხსნარზე. ეკლესიის გარშემო ქვითკირის პატარა გალავანია, რომელიც სანახევროდ არის შემორჩენილი. წმინდა ,,მარინეს” სახელობის ეკლესიას მინიჭებული აქვს ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ძეგლამდე სამანქანო გზა მიდის”.