ახალი ამბები

30 აპრილი: როგორი ამინდია მოსალოდნელი კახეთში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 აპრილს მოსალოდნელი ამინდი შემდეგია:

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მაღალ მთაში ღამით თოვლჭყაპი და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +4, +9°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით +2, +7°, დღისით +13, +18°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +10, +15°.

თელავი: ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტ-რა: +19°.