სოფელ ვაჩნაძიანის ,,ნადარბაზევი”
ისტორიკოს თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, ,,ნადარბაზევი”, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძინაში მდებარეობს, ეწოდება ტერიტორიას, სადაც ეს მაშტაბური სასახლე დგას.
,,არქიტექტურული ძეგლი დგას ვაჩნაძიანის ხევის მარცხენა ნაპირზე სავარგულებში. ისტორიულ წყაროებში ეს ძეგლი არსად მოიხსენიება. ორ სართულიანი სასახლიდან დღემდე შემორჩენილა მხოლოდ პირველი სართული, დაზიანებულ მდგომარეობაში.
სასახლის გეგმა კარგად იკითხება. სასახლე შედგება ორი დიდი ზომის ოთახისგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამიჯნულია მაღალი(10 მ. სიმაღლის) კედლით.სასახლე ძირითადად, ნაშენია სხვადასხვა ზომის რიყის ქვის ლოდებით და ნატეხი ქვით,კირის ხსნარზე. მეცნიერულად დღემდე შეუსწავლელი და ფაქტიურად უცნობი ძეგლი, მრავალ საიდუმლოს ინახავს. სასახლის ინტერიერში შემორჩენილია ძველი ბუხრები და ნიშები.
,,ნადარბაზევის” ორსართულიანი სასახლე ეკუთვნოდა, ჩვენთვის უცნობ, მაღალი იერარქიის წარჩინებულ პიროვნებას.აუცილებელია სასახლის მეცნიერული და არქეოლოგიური გამოკვლევების ჩატარება,რაც ნათელს მოჰფენს ყველაფერს. სასახლე სავარაუდოდ განეკუთვნება ,განვითარებული შუასაუკუნეების პერიოდს”.

