„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის სახლში ჩხრეკაა
პროკურატურა “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლშიც შევიდა. ინფორმაცია მისმა ცოლმა, ნინო ხუტურიძემ გაავრცელა სოციალური ქსელით.
„ჩვენთანაც მოვიდნენ ჩხრეკაზე“, – დაწერა მან „ფეისბუუკზე“.
ცნობისთვის, ჩხრეკაა 2 დაყადაღებული ფონდის ხელმძღვანელების ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ ბაჯელაძის სახლებშიც.