ახალი ამბები

როგორი ამინდი იქნება კახეთში კვირის ბოლომდე

სინოპტიკოსის მერაბ სამუნაშვილის ინფორმაციით, კვირის ბოლომდე კახეთში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

,,გრძელდება გაზაფხულისათვის დამახასიათებელი ამინდი. 25-აპრილს, გურჯაანში, 12-საათიდან 16-საათამდე, ხანმოკლე წვიმები უნდა გამოიწვიოს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 16-საათისათვის +21-გრადუსია. შაბათს კი, უნალექო და აპრილის თვის დარჩენილი დღეების ყველაზე თბილი დღეა. ჰაერი +25-გრადუსამდე უნდა გათბეს.
კვირას, ჩრდილო-დასავლეთიდან კავკასიონზე გადმოვა საკმაოდ ცივი ჰაერის მასები და გამთენიისას ჭექა/ქუხილით კოკისპირულ წვიმას გამოიწვევს. როგორც ამ დროს ხდება ხოლმე, გაძლიერდება ჩრდილო/დასავლეთის ქარი. დღის მეორე ნახევარი ქარის მიუხედავად მზიანია და ჰაერი +23-გრადუსამდე უნდა გათბეს”.

მისივე პროგნოზით, კვირის დასაწყისში, გაგრძელდება ტემპერატურის კლება.