ახალი ამბები

თელაველი სპორტსმენი ვახტანგ ჩიდრაშვილი, სამბოში, ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა

კვიპროსზე მიმდინარე სამბოს ევროპის ჩემპიონატზე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრები წარმატებული სპორტსმენი, ვახტანგ ჩიდრაშვილი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ვახტანგ ჩიდრაშვილმა 58 კგ წონით კატეგორიაში მოწინააღმდეგე დაამარცხა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიოს 6-გზის ევროპის 5-გზის ჩემპიონია. მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ის ასევე გასულ წელს სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ყაზახეთში მიმდინარეობდა, 58 კგ წონით კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.