სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა
სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.
სოფლებში, ვაჩნაძიანში კალაურში, ვაზისუბანში, მუკუზანსა და შაშიანში სტიქია დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, წვიმის გამო, ვენახებისა და სასოფლო- სამეურნეო სავარგულების მდგომარეობა ჯერ არ იციან.
“სეტყვა და ქარი დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. ძირითადად, ერთ ზოლზეა დასეტყვილი სოფლები. ნაკვეთები რა მდგომარეობაშია, ჯერ არ გვინახავს,, – აცხადებენ ადგილობრივები.
გურჯანიის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ვითარებას ადგილზე ეცნობიან.
https://www.facebook.com/share/v/12HPeFJVvPA/