ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მამა და ორი შვილი, გარდაბანში, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ

გარდაბანში, ტბაში სამი პირის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები მამა და მცირეწლოვანი შვილები არიან, რომლებიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ცხოვრობდნენ.

როგორც მათი თანასოფლელები აცხადებენ, მამაკაცსა და მის შვილებს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. არსებული ინფორმაციითვე, მამა შვილებთან ერთად, სავარაუდოდ, სათევზაოდ, გარდაბანში იყო წასული.