ახმეტაში მკვლელობა მოხდა -ახალგაზრდა მამაკაცს საკუთარ სახლთან ესროლეს
ახმეტაში მკვლელობა მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 19 აპრილის ღამეს, ახალგაზრდა მამაკაცს უცნობმა პირმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა.
ადგილობრივების თქმით, მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.