ახალი ამბები

17 აპრილი: როგორი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების სუსტი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. ღამით დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით +9, +14°.

თელავი: უნალექოდ. ჰაერის ტ-რა: +18°.