ახალი ამბები

თელავში, მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო პროგრამის მონაწილეები დააჯილდოვეს

თელავში, მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო პროგრამის მონაწილეები დააჯილდოვეს. ღონისძიება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

პროგრამის მონაწილეებს დონეების წარმატებით დასრულებისთვის მედლები და საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებაზე, ისაუბრეს იმაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს მსგავსი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობას რეგიონალურ დონეზე.

ცერემონიალზე დაანონსდა ისტორიული მნიშვნელობის სამომავლო ღონისძიება- 2025 წელს საქართველო უმასპინძლებს UCMAS-ის მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო კონკურსს! დაახლოებით 1500 სტუდენტი 40 ქვეყნიდან ჩამოვა საქართველოში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის წარმომადგენლების თქმით, ეს მოვლენა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ როლს გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.

მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო პროგრამის მიზანია ბავშვებისა და ახალგაზრდა მოსწავლეების გონების განვითარება. დაარსების დღიდან, UCMAS ხელს უწყობს გონებრივ სისწრაფეს, თავდაჯერებულობას და აკადემიურ სრულყოფილებას სტუდენტებში 84+ ქვეყანაში. პროგრამა საქართველოში მუშაობს ექვს ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში და თელავში.

აღსანიშნავია, რომ UCMAS მეთოდოლოგია არ არის მხოლოდ არითმეტიკული უნარების ამაღლება; ეს არის ძლიერი ნეირო-გამაძლიერებელი, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს აუცილებელ კოგნიტურ ფუნქციებს, როგორიცაა კონცენტრაცია, მეხსიერება, პრობლემის გადაჭრა და კრიტიკული აზროვნება. პროგრამა იყენებს უნიკალურ მრავალსენსორული სწავლის მიდგომას, რომელიც აერთიანებს ტვინის მრავალ რეგიონს, აუმჯობესებს ინფორმაციის შენახვას და გახსენებას.