სააღდგომო პასკის ფასი 4 ლარიდან იწყება
აღდგომის დღესასწაულამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. სააღდგომო სუფრაზე მთავარი ადგილი პასკას უჭირავს. საკონდიტროები და კაფეები მომხმარებლებს ყოველწლიურად მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ.
იტალიური პასკები დიდ სუპერმარკეტებსა და პრემიუმ-კლასის მაღაზიებში უკვე ერთ კვირაზე მეტია რაც იყიდება. ქართული, ადგილობრივი წარმოების პასკის გაყიდვა კი 15 აპრილის შემდეგ დაიწყება.
წელს ქართული წარმოების პასკაზე ფასები თითქმის არ გაზრდილა, იტალიური პასკის ფასიც მინიმალურად – 5%-თაა გაზრდილი. მთლიანობაში, ბაზარზე პასკის ფასების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ სააღდგომო პასკის მინიმალური ფასი 4 ლარია.
„პასკებზე მოთხოვნა მომატებულია და, შესაბამისად, წელს რაოდენობაც გაზრდილია. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ნედლეულის ფასები სტაბილური არ არის, პასკის ფასი არ გაზრდილა, შარშანდელი შევინარჩუნეთ. შესაბამისად, საშუალო ზომის „სანდომის“ პასკები – 7.98-8.50 ლარი ეღირება, 840-გრამიანი – 12.5 ლარი“, – აცხადებენ საკონდიტროს მეაპტრონეები.