EU-ში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებას საქართველოში ინვესტიციებზე ექნება გავლენა – ADB
აზიის განვითარების ბანკი შიშობს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებას ქვეყანაში ინვესტიციების შემომავალ ნაკადზე ექნება გავლენა – ამის შესახებ აღნიშნულია ADB-ის მიერ გამოქვეყნებულ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში, რომლის მიხედვითაც 2025 წელს საქართველოს მშპ 6%-ით გაიზრდება.
ADB აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის ეს პროგნოზი უფრო ნაკლებია, ვიდრე 2024 წელს ქვეყანაში დაფიქსირებული 9.4%-იანი ეკონომიკური ზრდა. ADB მოელის, რომ რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე მიგრაციული ეფექტი კვლავ შემცირების ტრენდს შეინარჩუნებს.
“მოთხოვნის მხრიდან მოსალოდნელია მომხმარებელთა ხარჯვის ზრდის ტემპის შემცირება. მოსალოდნელია, რომ ამ მხრივ 2025 წელს ზრდის ტემპი იქნება 4.8%, ხოლო 2026 წელს კი 3.5%, რაც რუსი მიგრანტების ხარჯების შემცირებასთანაც იქნება დაკავშირებული. განგრძობადი გეოპოლიტიკური გაურკვევლობა და ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებას შეუძლია ქვეყნის ექსპორტისა და FDI-ის ნაკადის ზრდის ტემპის შემცირება შეუძლია განაპირობოს. ინვესტიციების მატება 2025 წელს მოსალოდნელია 7.1%-ზე, ხოლო 2026 წელს კი 7.4%-ზე, რაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტივობასთან იქნება დაკავშირებული”, – ნათქვამია ADB-ის მიმოხილვაში.

