ახალი ამბები

IDFI- 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიისა და დანამატის სახით 527.5 მილიონი ლარი გაიცა

2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიისა და დანამატის სახით 527.5 მილიონი ლარი გაიცა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდული მაჩვენებელია- ამ საკითხზე ინფორმაციას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, ინფორმაციისთავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებს შორის, ყველაზე მეტი პრემია/დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიცა.

,,სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებს შორის, შრომის ანაზღაურების ხარჯებში პრემია/დანამატის ყველაზე დიდი წილი სასამართლოებსა და პროკურატურაზე მოდის. გაცემული პრემია/დანამატების სიდიდით გამოირჩევიან ისეთი უწყებები (სასამართლოები, ძალოვანი უწყებები), რომლებზეც არ ვრცელდება კანონით დადგენილი შეზღუდვები პრემია-დანამატებზე”,– ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.