ახალი ამბები

2025 წლის 100 საუკეთესო კერძი გამოვლინდა – რომელი ქართული კერძი მოხვდა რეიტინგში

კულინარიულმა გამოცემა TasteAtlas-მა, რომელიც მსოფლიო გასტრონომიის ერთგვარ საზომად მიიჩნევა, 2025 წლის საუკეთესო 100 კერძი დაასახელა.

რაც შეეხება საქართველოს, მსოფლიოს ას საუკეთესო კერძს შორის ხაჭაპური მოხვდა. რეიტინგში ხაჭაპური 5 ბალიანი სისტემიდან 4.5-ქულით შეფასებით 46-ე ადგილს იკავებს.

გამოცემა წერს, რომ საქართველოში ხაჭაპური ყველაზე გავრცელებული კერძია. ტრადიციულად ხაჭაპური მზადდება ყველის, კარაქისა და კვერცხისგან. გამოცემა აღნიშნავს, რომ ხაჭაპური დაახლოებით 11 სახეობა არსებობს საქართველოში, კერძოდ: იმერული ხაჭაპური, აჭარული ხაჭაპური, გურული ხაჭაპური, მეგრული ხაჭაპური, ოსური ხაჭაპური, რაჭული ხაჭაპური, მესხური ხაჭაპური, სვანური ხაჭაპური, ფენოვანი ხაჭაპური, აჩმა და თუშური ხაჭაპური.