როგორი ამინდი იქნება კახეთში
სინოპტიკოსის მერაბ სამუნაშვილის განცხადებით, კვირის ბოლომდე, მომდევნო სამი დღე, კვლავ არასტაბილური ამინდი შენარჩუნდება კახეთის რეგიონში.
,,გვექნება ხანმოკლე უმნიშვნელო წამოწვიმებები, თუმცა მზიანი ამინდი უფრო ჭარბობს. გამონაკლისია შაბათი, როცა მზიანი დილის შემდეგ მოიღრუბლება და საღამოს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, ღამით +10, დღისით კი, +18-20-გრადუსამდე გათბება”.