ახალი ამბები

2024 წელს ქორწინებების და განქორწინებების რაოდენობა შემცირდა

2024 წელს, საქართველოში რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა 1.1%-ით შემცირდა და 13 520 შეადგინა.

რაც შეეხება ქორწინების სტატისტიკას, საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს, რეგისტრირებულია 21 653 ქორწინება, რაც 2.8%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. აქედან, კახეთის რეგიონში, რეგისტრირებული ქორწინების რაოდენობა გასულ წელს 1 657-ს შეადგენს.

ამასთან, მცირედით გაიზარდა პირველი ქორწინების საშუალო ასაკი და მან 2024 წელს, ქალებისთვის 29.9 წელი, ხოლო მამაკაცებისთვის 32.2 წელი შეადგინა. 2023 წელს ეს მაჩვენებელი ქალებისთვის 29.7. მამაკაცებისთვის კი – 32.1 წელი იყო. აღსანიშნავია, რომ პირველი ქორწინების საშუალო ასაკი როგორც მამაკაცების, ასევე ქალების შემთხვევაში, ყოველწლიურად იზრდება.