ახალი ამბები

რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ეროვნული ბანკის მიერ 19 მარტს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7850 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.0345 ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7720 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.7670 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.0250 ლარად, გაყიდვა კი 3.0150 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7750 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7670 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 3.0270 ლარად, ხოლო გაყიდვა – 3.0170 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.7800 ლარად, გაყიდვა კი – 2.7700 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.0330 ლარად, გაყიდვას კი – 3.0150 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7750 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7500 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.0250 ლარად, გაყიდვა კი 2.9900 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.