„ქართულ ოცნებას“ ნარკოდანაშაულისთვის სასჯელის სახით სისხლის სამართლის კოდექსში სავალდებულო მკურნალობა შემოაქვს
„ქართულ ოცნებას“ ნარკოდანაშაულისთვის სასჯელის სახით სისხლის სამართლის კოდექსში სავალდებულო მკურნალობა შემოაქვს.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, დღეს, 17 მარტს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, სავალდებულო მკურნალობა სასჯელად განსაკუთრებულ შემთხვევებში იქნება გამოყენებული.
„გარდა იმისა, რაც დაანონსებული იყო, ჩვენ შევჯერდით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შემოვიდეს სასჯელის სახით სავალდებულო მკურნალობა. ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში და ეს იქნება სისხლისსამართლებრივი სასჯელის კატეგორია… ეს არ იქნება ადმინისტრაციული სახდელი, ეს იქნება სისხლის სამართლის წესით, სისხლის სამართლის ნორმაში გაწერილი სასჯელი. იმ შემთხვევაში, თუ პირს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მიესჯება სასჯელი, შესაძლოა, განსაკუთრებულ შემთხვევებში [იყო]. ეს შეფასებული იქნეs მოსამართლის დისკრეციის ფარგლებში, ასევე შესაძლებელია ამას საფუძვლად დაედოს საქმეში არსებულ მასალებთან ერთად ნარკოლოგის, ექსპერტიზის დასკვნა და ა.შ. და მოსამართლემ გადაწყვიტოს, რომ ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით, და არა მხოლოდ კერძო, არამედ ზოგადი პრევენციისათვისაც, ძალიან კარგი იყოს ამ სასჯელის დანიშვნა, სხვა სასჯელთან ერთად, ან უამისოდ, ამაზე ვიმსჯელებთ. ეს კიდევ სამსჯელო თემაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.