ახალი ამბები

რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ეროვნული ბანკის მიერ 14 მარტს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7755 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.0267 ლარია.

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7720 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.7650 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.0180 ლარად, გაყიდვა კი 3.0070 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7730 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7680 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 3.0200 ლარად, ხოლო გაყიდვა – 3.0100 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.7730 ლარად, გაყიდვა კი – 2.7670 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.0200 ლარად, გაყიდვას კი – 3.0050 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7750 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7500 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.0200 ლარად, გაყიდვა კი 2.9800 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.