ახალი ამბები

ევროკავშირში ექსპორტს საქართველოში რეგისტრირებული 976 კომპანია ახორციელებს

2024 წელს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა, 2014 წელთან შედარებით, 58%-ით გაიზარდა და 976 შეადგინა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ განაცხადა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ჯამში 284 347 მოქმედი კომპანიაა. მონაცემები აჩვენებს, რომ ფუნქციური კომპანიების მხოლოდ 0.34% ახორციელებს ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტს.

ცნობისთვის, ეკონომიკის სამინისტრომ დღეს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების სხდომაზე „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) განხორციელების 2024 წლის ანგარიში წარადგინა.

„საქართველოს კანონმდებლობა DCFTA-ით გათვალისწინებული ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების 68%-ზე მეტთანაა დაახლოებული, რაც, მისი თქმით, საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებების გუნდური და ეფექტური მუშაობის შედეგია. არველაძემ ისაუბრა ევროკავშირთან თანამშრომლობის შესახებ ვაჭრობის, მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის, ბაზარზე ზედამხედველობის, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის, აკრედიტაციის, კომუნიკაციების, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის, საბაჟო სფეროს, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, საჯარო შესყიდვებისა და სხვა მიმართულებებით“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.