ახალი ამბები

ხანძარი თელავში- ცეცხლი მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა

თელავში, ალაზნის გამზირზე. მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში სახლი დაიწვა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მესამე სართულზე მდებარე ბინაში ცეცხლი მოულოდნელად გაჩნდა.

შემთხვევის ადგილზე, სახანძრო- სამაშველო სამსახურის ორი მანქანა მუშაობდა. სახლში, სადაც ხანძარი გაჩნდა, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთების ნაწილია დამწვარი, ბინის მფლობელებს დაზიანება არ მიუღიათ.

ამ დროისათვის, ხანძრის გაჩენის მიზეზი, უცნობია.