კახეთში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სააგენტოს ცნობით, კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ომალო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
სინოპტიკოსის მერაბ სამუნაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, რეგიონში, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს.
,,მომდევნო დღეები იქნება უნალექო, უქარო და მზიანი. როგორც სამხრეთიდან, ასევე შუა აზიიდან შემოედინება თბილი ჰაერის მასები, შესაბამისად თანდათან მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა და დღეს, 7-მარტს +17-გრადუსი გვექნება. რვა მარტს კი, ჰაერი 19 გრადუსამდე გათბება. მარტის ნახევრისთვის, სამხრეთის სუსტი ნიავის ფონზე, მეტეოროლოგები რეგიონში, 24-25-გრადუს სითბოს ვარაუდობენ”.

