ახალი ამბები

კახეთში უნალექო და მზიანი დღეებია მოსალოდნელი

სინოპტიკოსის მერაბ სამუნაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, რეგიონში, უნალექო და მზიანი დღეებია მოსალოდნელი.

,,მარტის თვეს პირი უჩანს საამური. გაბატონდა ძლიერი ანტიციკლონი ამიერკავკასიაში. ჩვენ ვიცით, რომ წელიწადის ამ დროს, უღრუბლო ზეცის წყალობით მზე სწრაფად და ადვილად ათბობს ჰაერს. მომდევნო დღეები იქნება უნალექო, უქარო და მზიანი. როგორც სამხრეთიდან, ასევე შუა აზიიდან შემოედინება თბილი ჰაერის მასები, შესაბამისად თანდათან მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა და დღეს, 7-მარტს +17-გრადუსი გვექნება. რვა მარტს კი, ჰაერი 19 გრადუსამდე გათბება. მარტის ნახევრისთვის, სამხრეთის სუსტი ნიავის ფონზე, მეტეოროლოგები რეგიონში, 24-25-გრადუს სითბოს ვარაუდობენ”.