ახალი ამბები

პროდუქტები, რომელიც თებერვალში გაძვირდა

2025 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა.

ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.0%-ით განისაზღვრა.

საქსტატის თანახმად, პროდუქტებს შორის, თებერვალში, წლიურად ყველაზე მეტად კომბოსტო გაძვირდა, ფასის მატებამ 73.1% შეადგინა. ხოლო მეორე ადგილზეა მწვანილი – 46%-ით.