ლატვიამ საქართველოს კიდევ 16 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, საქართველოს კიდევ 16 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა.
“დავამატეთ საქართველოს 16 მოქალაქე არასასურველი პირების სიას. მათ აეკრძალებათ განუსაზღვრელი ვადით ქვეყანაში შემოსვლა”, – წერს საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.
ლატვიამ გასული წლის დეკემბერში საქართველოს 13 მოქალაქეს დამატებითი სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვები) დაუწესა, თუმცა სანქცირებულ პირებზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

