ახალი ამბები

ქართული ღვინის მარნების წარმომადგენლებმა ბოლონიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში პროდუქცია წარადგინეს

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ბოლონიაში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „SLOW WINE FAIR” ქვევრის ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანია მონაწილეობდა: „ანდრიას ღვინო“, „მეღვინეობა მანავი“, „კოლაგის მარანი“, „ანაპეა“, „დორემი“, „ჩვენი ღვინო“, „ნაფერები“, „გოცას ღვინო“ და „ნიაბის მარანი“.

გამოფენაში მსოფლიოს 29 ქვეყნის 1000-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა. იტალიურ ღვინოებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ღვინოები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან.

გამოფენის ფარგლებში გაიმართა ღვინის ინდუსტრიასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემატური კონფერენცია და მასტერკლასები. გამოფენას, ტრადიციულად, ათასობით სტუმარი, მათ შორის, ღვინის პროფესიონალები და სავაჭრო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. SLOWWINEFAIR მეოთხედ ჩატარდა. ქართული ღვინის მარნები გამოფენაში პირველად მონაწილეობდნენ.