ახალი ამბები

სოფელ არაშენდაში ოთხი დღეა ახალგაზრდა კაცს ეძებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ არაშენდაში ოთხი დღეა ახალგაზრდა კაცს ეძებენ.

როგორც სოციალურ ქსელში ოჯახის წევრები წერენ, ახალგაზრდა კაცი 18 თებერვალს გაუჩინარდა.

“18 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა 1992 წელს დაბადებული ალექსანდრე მამისაშვილი. აცვია თეთრი ფერის ფეხსაცმელი და ნაცრისფერი ჟაკეტი. ამ დრომდე მისი ძებნა მიმდინარეობს პოლიციისა და სამაშველო სამსახურის მიერ”.