მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეჩერებულია
თელავის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს:
“მოსახლეობის საყურადღებოდ,
უხვი ნალექისა და მოყინული გზების გამო, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეჩერებულია.
მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ, მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა და გზების გაწმენდა. დღის განმავლობაში ავტობუსების გადაადგილება ეტაპობრივად აღგება.” – წერია განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ გზის გაწმენდის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

