ახალი ამბები

კახეთში თოვლია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების ცნობით, 19 თებერვალი ღრუბლიანი დღე იქნება, 18:00 საათიდან კი, გაწვიმდება.

მერაბ სამუნაშვილს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში კახეთში თოვლია მოსალოდნელი.

,,მიმდინარე კვირაში ზამთარი ეცდება პოზიციების გამყარებას და თებერვლისათვის უჩვეულო თბილი დღეების შემდეგ, ზამთარს დაემსგავსება. პროგნოზის მიხედვით, პარასკევს, დილისთვის უკვე შექმნილი უნდა იყოს 2-სანრიმეტრიანი თოვლის საფარი. ითოვებს 14-საათამდე შემდეგ კი როცა ტემპერატურა +2-გრადუსს მიაღწევს, წვიმით გაგრძელდება, თუმცა საღამოს კვლავ თოვლი გაგრძელდება. შაბათს, 12:00 საათიდან, თოვა შესუსტდება და თანდათან შეწყდება. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს-2, დღისით +2-გრადუსი იქნება”.

სინოპტიკოსისვე ცნობით, მცირე თოვა ორშაბათს, 24 თებერვალსაც, გაგრძელდება და საღამოს გამოიდარებს.