ახალი ამბები

სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი თელავში- ფოტოები

სამოქალაქო აქტივისტებმა თელავში აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა საპროტესტო ბანერი თელავშიც გამოფინეს.

,,ტრაგედიით, სისასტიკით, სიხარბით, პროპაგანდითა და ოლიგარქიული მისწრაფებებით ნაკვებ პოლიციურ რეჟიმს, ყოველდღიურად ძალადობრივად რომ ცდილობს ჩვენს გაჩუმებას, ჩვენს დაშორიშორებას, ჩვენ შორის შიშისა და შუღლის ჩანერგვას – ერთიანობით ვპასუხობთ. ვპასუხობთ ტყუილს, გაყალბებულ რეალობას, პოლიტიკურად გარყვნილ ელიტას და მათ დღის წესრიგს:
ამბოხებაა ჩვენი პასუხი!
აზვავებაა ჩვენი პასუხი!
შეთქმულებაა ჩვენი პასუხი!
ამხედრებაა ჩვენი პასუხი!
ჩვენ ვდგავართ ყველგან, ვდგავართ მთელს საქართველოში, ვდგავართ მხარდამხარ და ვაშენებთ ხიდებს, ერთმანეთისკენ მისასვლელ ხიდებს, და ვაგრძელებთ ბრძოლას თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის და სოლიდარობისთვის”,-
აცხადებენ სამოქალაქო აქტივისტები.