მიმდინარე კვირაში კახეთში თოვლია მოსალოდნელი
სინოპტიკოსების ცნობით, 18 თებერვლიდან, დასავლეთის გრილი სიო ჰაერს 12 გრადუსამდე გააგრილებს, რომელიც ცვალებადი მოღრუბლულობით ჩაივლის.
მერაბ სამუნაშვილს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში კახეთში თოვლია მოსალოდნელი.
,,ზამთარ ზაფხულის გზაგასაყარზე, დამდეგ კვირაში ზამთარი ეცდება პოზიციების გამყარებას და თებერვლისათვის უჩვეულო თბილი დღეების შემდეგ, კვლავაც ზამთარს დაემსგავსება. 18 თებერვალს, გვიან ღამით მოიღრუბლება და სამხრეთ-აღმოსავლეთის ნიავის ფონზე ცის კაბადონი ღრუბლებით 100%-დაფარვას მიაღწევს.
19 თებერვალი ღრუბლიანი დღე იქნება, 17-18:00 საათიდან კი, გაწვიმდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +4, ღამით +2-გრადუსია. გეტყვით რომ ყველაზე მეტი ნალექი ამ კვირაში, კახეთში, გურჯაანშია (65-მმ-დე) ნავარაუდევი.
პარასკევის, პროგნოზის მიხედვით, დილისთვის უკვე შექმნილი უნდა იყოს 2-სანრიმეტრიანი თოვლის საფარი. ითოვებს 14-საათამდე შემდეგ კი როცა ტემპერატურა +2-გრადუსს მიაღწევს, წვიმით გაგრძელდება, თუმცა საღამოს კვლავ თოვლი გაგრძელდება. შაბათს, 12:00 საათიდან, თოვა შესუსტდება და თანდათან შეწყდება. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს-2, დღისით +2-გრადუსი იქნება”.
სინოპტიკოსისვე ცნობით, მცირე თოვა ორშაბათს, 24 თებერვალსაც, გაგრძელდება და საღამოს გამოიდარებს.

