მათე კობიაშვილი- გაიცანით თელავის ერეკლე მეორის სახელობის N1 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე
ქალაქ თელავის მეფე ერეკლე მეორის სახელობის N1 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლემ, 13 წლის მათე კობიაშვილმა, მესამე ადგილი მოიპოვა UCMAS-ის საერთაშორისო კონკურსზე. ახალგაზრდამ მონაწილეობა ინდოეთში ჩატარებულ კონცერტში მიიღო და წარმატებას მიაღწია.
მათე ასევე სასკოლო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებულია. ის 9 წლის იყო, როდესაც ჩაერთო UCMAS-ის მიერ ორგანიზებულ ვორქშოფში და დაინტერესდა მენტალური არითმეტიკის შესწავლით. მან ასევე გაიარა მენტალური არითმეტიკის ყველა მნიშვნელოვანი საფეხური და ახლა არის მე-8 Advance დონეზე.
,,UCMAS-ში ჩემი პირველი წარმატება იყო ექსპერტის ტიტულის მიღება, რომელიც სულ 15-მდე მოსწავლეს გადმოგვეცა მთელი ქვეყნის მასშტაბით. შემდეგი დაუვიწყარი წარმატება იყო საქართველოში UCMAS-ის ეროვნულ ჩემპიონატზე გრანდ-ჩემპიონის ტიტულის მიღება და სრულიად თავბრუდამხვევი წარმატება საერთაშორისო ჩემპიონატზე ინდოეთში, რომელიც გაიმართა გასულ წელს ქალაქ ნიუ-დელიში, სადაც მე-3 ადგილი მოვიპოვე და გავხდი მსოფლიო საუკეთესო სამეულის წევრი ჩემს კატეგორიაში. ინდოეთში ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა მოვახერხე ჩემს მიზანზე ფოკუსირება და როდესაც გამოაცხადეს ჩემი სახელი ძალიან ბედნიერი ვიყავი”,- განაცხადა მათემ Knews.ge-სთან საუბრისას.
მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო პროგრამის მიზანია ბავშვებისა და ახალგაზრდა მოსწავლეების გონების განვითარება. დაარსების დღიდან, UCMAS ხელს უწყობს გონებრივ სისწრაფეს, თავდაჯერებულობას და აკადემიურ სრულყოფილებას სტუდენტებში 84+ ქვეყანაში. პროგრამა საქართველოში მუშაობს ექვს ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში და თელავში.
აღსანიშნავია, რომ UCMAS მეთოდოლოგია არ არის მხოლოდ არითმეტიკული უნარების ამაღლება; ეს არის ძლიერი ნეირო-გამაძლიერებელი, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს აუცილებელ კოგნიტურ ფუნქციებს, როგორიცაა კონცენტრაცია, მეხსიერება, პრობლემის გადაჭრა და კრიტიკული აზროვნება. პროგრამა იყენებს უნიკალურ მრავალსენსორული სწავლის მიდგომას, რომელიც აერთიანებს ტვინის მრავალ რეგიონს, აუმჯობესებს ინფორმაციის შენახვას და გახსენებას.
2025 წლის საერთაშორისო ჩემპიონატს და მსოფლიო თასს UCMAS საქართველო უმასპინძლებს, რაც მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს, რადგან დაახლოებით 1500 სტუდენტი 40 ქვეყნიდან ჩამოვა ქვეყანაში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ეს მოვლენა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ როლს გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.