თესაუს პროფესორები სამეცნიერო მიღწევებისათვის დააჯილდოვეს
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სამ პროფესორს, აგრარულ დარგში მიღწეული სამეცნიერო წარმატებებისათვის, საპატიო სიგელები გადაეცა.
პროფესორების, მანანა კევლიშვილის, მზია ღაღოლიშვილისა და ლალი ელანიძის დაჯილდოება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა. პროფესორმა ქალებმა საპატიო სიგელები მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიიღეს. მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წელს დააწესა.

