ახალი ამბები

როგორი ამინდი იქნება კახეთში კვირის ბოლომდე

მიმდინარე კვირაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

სინოპტიკოსის მერაბ სამუნაშვილის პროგნოზით, მზიანი დღის მიუხედავად სუსხიანი დღე იქნება.

,,სამშაბათს მზიანი დღის მიუხედავად სუსხიანი დღეა. ცვალებადო მიმართულების სუსტი, მაგრამ ცივი ნიავის თანხლებით, ღამით მინუს-2, დღისით +7-გრადუსზე მეტად არ გათბება ჰაერი. ოთხშაბათს, 17:53 წუთზე სავსემთვარეობაა. მზიანი დღეა და ჰაერის ტემპერატურა დღისითაც და ღამითაც წინა დღესთან შედარებით 1-გრადუსით მეტია, ღამით მინუს-0, დღისით +8. ხუთშაბათს, დღე კვლავ ერთი გრადუსით თბილია, ღამით +1, დღისით ჰაერი +9-გრადუსამდე უნდა გათბეს! ხუთშაბათს, დილიდან, დაკლებას დაიწყებს ატმოსფერული წნევა და საღამოსათვის სავარაუდოდ, რეგიონში გვესტუმრება ციკლონი”.