ახალი ამბები

2019 წლიდან მოყოლებული დაგროვებითი საპენსიო სქემიდან 173 ათასი მონაწილე გამოვიდა

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ჭიჭინაძის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში დაიწყო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, რომლის დასრულებაც 2025 წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი. მისი განცხადებით, 2024 წლის დასაწყისისთვის ჯამურ აქტივებში ფულადი სახსრების წილმა 15.4%-ს მიაღწია.

როგორც გიორგი ჭიჭინაძემ აღნიშნა, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობამ დაარსებიდან (დაგროვებითი საპენსიო სქემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა) დღემდე, ჯამში, 1 528 000 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში სქემიდან გამოვიდა 173 ათასი მონაწილე, პენსია გაიცა 10 ათას მონაწილეზე.

მისი თქმით, 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში დარჩა 1 320 000 მონაწილე. მისივე ინფორმაციით, ამავე საანგარიშო პერიოდში სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლების რაოდენობა 117 ათასია.

მომხსენებელმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა, რომელიც, ძირითადად, საპენსიო სქემიდან მოქალაქეთა გასვლასა და გაწევრიანებას შეეხებოდა.