მოსახლეობა აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ სამართლიანად მიიჩნევს
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ 2025 წლის 18-30 იანვარს ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში, გამოკითხულთა 52%-მდე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ სამართლიანად მიიჩნევს, ხოლო თითქმის ამდენივე – შსს მაღალჩინოსნების მიმართ.
კითხვაზე – რამდენად სამართლიანად მიაჩნიათ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები, გამოკითხულთა 52%-სთვის დაწესებული სანქციები სამართლიანია. სანქციები უსამართლოდ მიაჩნია მხოლოდ 31%-ს.
34.4% – სრულიად სამართლიანია
17.9% – უფრო სამართლიანია
15.9% – ძნელი სათქმელია
17.5% – უფრო უსამართლოა
13.5% – სრულიად უსამართლოა
0.7% – უარი
კითხვაზე აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება ივანიშვილის გავლენას/ძალაუფლებას უფრო მეტად აძლიერებს თუ ასუსტებს, მინიმუმ ყოველი მეორე რესპონდენტი (51.2%) თვლის, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები ბიძინა ივანიშვილს ასუსტებს. ამასთან, 45%-ის აზრით, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება უნდა გაგრძელდეს.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ იანვარში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა განხორციელდა ქვეყნის მასშტაბით; გამოიკითხა 2000 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. გამოპასუხების წილი: 74.4%; საველე სამუშაოები განხორციელდა 2025 წლის 18-30 იანვრის შუალედში. კვლევის დონორები არიან სამოქალაქო საზოგადოების ფონდი და საქართველოს გაეროს ასოციაცია.