როგორი ამინდი იქნება კახეთში
იმდინარე კვირაში ძირითადად, უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსის მერაბ სამუნაშვილის პროგნოზით, დღეს, 10 თებერვალს, საკმაოდ ცივი დღე იქნება.
,,დღეს, ცვალებადი მოღრუბლულიბის ფონზე, ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დილის 7-8-საათისათვის, მინუს -1, ხოლო ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 16-საათისათვის 6-გრადუსია ნავარაუდევი. სამშაბათს მზიანი დღის მიუხედავად სუსხიანი დღეა. ცვალებადო მიმართულების სუსტი, მაგრამ ცივი ნიავის თანხლებით, ღამით მინუს-2, დღისით +7-გრადუსზე მეტად არ გათბება ჰაერი. ოთხშაბათს, 17:53 წუთზე სავსემთვარეობაა. მზიანი დღეა და ჰაერის ტემპერატურა დღისითაც და ღამითაც წინა დღესთან შედარებით 1-გრადუსით მეტია, ღამით მინუს-0, დღისით +8. ხუთშაბათს, დღე კვლავ ერთი გრადუსით თბილია, ღამით +1, დღისით ჰაერი +9-გრადუსამდე უნდა გათბეს! ხუთშაბათს, დილიდან, დაკლებას დაიწყებს ატმოსფერული წნევა და საღამოსათვის სავარაუდოდ, რეგიონში გვესტუმრება ციკლონი”.

