ახალი ამბები

მკვლელობა საგარეჯოში- ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები აქვს

მკვლელობა საგარეჯოში- ნაპოვნია 38 წლის მამაკაცის ცხედარი, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები აქვს.

ცხედარი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ანთოკის თემში, ალინჯაში იპოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს სახის არეში დაზიანებები, ხოლო სხეულის მარჯვენა მხარეს ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აქვს.

ამ ეტაპზე უცნობია, რა ვითარებაში და რა მიზეზით მოკლეს მამაკაცი.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.