ახალი ამბები

საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან ეწვია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მიერ ჯამში 7 368 149 ვიზიტი განხორციელდა, რაც 4.2%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

გიზიარებთ „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციას, იმ ტოპ-15 ქვეყნის ჩამონათვალს, საიდანაც საქართველოს 2024 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია.

რუსეთი – 1 421 923 ვიზიტორი;

თურქეთი – 1 336 834 ვიზიტორი;

სომხეთი – 948 299 ვიზიტორი;

ისრაელი – 310 982 ვიზიტორი;

აზერბაიჯანი – 219 356 ვიზიტორი;

ყაზახეთი – 178 930 ვიზიტორი;

ირანი – 145 670 ვიზიტორი;

ბელარუსი – 140 536 ვიზიტორი;

ინდოეთი – 124 335 ვიზიტორი;

უკრაინა – 118 528 ვიზიტორი;

ჩინეთი – 88 583 ვიზიტორი;

საუდის არაბეთი – 88 298 ვიზიტორი;

გერმანია – 78 644 ვიზიტორი;

პოლონეთი – 66 504 ვიზიტორი;

უზბეკეთი – 64 259 ვიზიტორი.