ახალი ამბები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესების 73% არ მუშაობს

2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 1 044 519 ბიზნეს სუბიექტია რეგიტრირებული, საიდანაც აქტიურია მხოლოდ 27 %. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებიდან ჩანს. სტატისტიკის მიხედვით, ამათგან მხოლოდ 284 347 კომპანიაა მოქმედი.

„ბიზნესპრესნიუსია“ ინფორმაციით, რაც შეეხება საქმიანობის სახეებს, მონაცემების თანახმად, რაოდენობრივად ყველაზე მეტი უფუნქციო კომპანია საბითუმო და საცალო ვაჭრობა/ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის დარგშია. აქ ჯამში 217 635 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც 130 ათასზე მეტი არ მუშაობს.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, დარგების მიხედვით აქტიური და უფუნქციო ბიზნეს სუბიექტების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას:
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 11 692 რეგისტრირებული, აქედან აქტიური 3 860 ( 7 832 უფუნქციოა)
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 2 298 რეგისტრირებული, აქტიური 757 (1541 უფუნქციო)
დამამუშავებელი მრეწველობა – 51 821 რესგიტრირებული, 19 715 აქტიური (32 106 უფუნქციო)
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 544 რესგიტრირებული , 240 აქტიური (304 უფუნქციო)
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 979 რეგისტრირებული, 292 აქტიური (687 უფუნქციო)
მშენებლობა – 44 073 რეგისტრირებული, 22 506 აქტიური (21 567 უფუნქციო)
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 217 635 რეგისტრირებული, 87 341 აქტიური (130 294 უფუნქციო)
ტრანსპორტი და დასაწყობება – 47 596 რეგისტრირებული, 27 632 აქტიური (19 964 უფუნქციო)
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 29 867 რეგისტრირებული, 12 019 აქტიური (17 848 უფუნქციო)
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 37 974 რეგისტრირებული, 27 551 აქტიური (10 423 უფუნქციო)
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5 742 რეგისტრირებული, 1 787 აქტიური (3 955 უფუნქციო)
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 14 449 რეგისტრირებული, 8 454 აქტიური (5995 უფუნქციო)
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 26 556 რეგისტრირებული, 13 386 აქტიური (13 170 უფუნქციო)
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 16 626 რეგისტრირებული, 8 245 აქტიური ( 8 381 უფუნქციო)
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური დაცვა – 1 606 რეგისტრირებული, 435 აქტიური (1 171 უფუნქციო)
განათლება – 11 960 რეგისტრირებული, 7125 აქტიური (4 835 უფუნქციო)
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 7511 რეგისტრირებული, 3747 აქტიური ( 3764 უფუნქციო)
ხელოვნება, გართობა და დასვენება – 7 586 რეგისტრირებული, 3 625 აქტიური ( 3 961 უფუნქციო)
ექსტრატერიტორიული ორგანიზაციების და ორგანოების საქმიანობები – 97 რეგისტრირებული, 11 აქტიური (86 უფუნქციო)
საქმიანობა უცნობია – 483 492 რეგისტრირებული, 29 128 აქტიური ( 454 364 უფუნქციო)