პარლამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ მთავრობის მიერ წარდგენილ ინიციატივას, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ მთავრობის მიერ წარდგენილ ინიციატივას, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის ავტორია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი, ინიციატორი კი – მთავრობა.
კანონპროექტით, სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე (ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ან/და სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება) და 330-ე (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით) მუხლებს ემატება შენიშვნა, რომლის მიხედვით, აღნიშნული მუხლების მიზნებისთვის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.