უნიკალური სახეობის სოკოები- ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სახის იშვიათი ჯიშის სოკოების არსებობა ფიქსირდება. სოკოები სხვადასხვა დროს არის აღმოჩენილი.
ნიყვი, სოკოწითელა (ლათ. Amanita caesarea) – ითვლებოდა, რომ მხოლოდ დასავლეთ საქართველოში ბინადრობდა, მაგრამ ბოლო მონაცემებით ლაგოდეხშიც და ყვარელშიც გვხვდება მცირე რაოდენობით.
ზაფხულის შავი ტრიუფელი (ლათ. Tuber aestivum)
ბუნებაში ტრიუფელის 50-ზე მეტი სახეობა არსებობს, მათგან საქართველოში აღწერილია 1 სახეობა – ზაფხულის შავი ტრიუფელი.
ნაყოფსხეული: ბოლქვისებრია, 2–9 სმ ზომის, ზედაპირი დაფარულია წვრილი, 4–6 წახნაგიანი პირამიდისებრი მეჭეჭებით; დაწყებით მოწითალო-ყავისფერი, შემდეგ გადის შავი ფერში. კანი ნაციხარია. რბილობი: მკვრივია, ნორჩობაში მოთეთრო-კრემისფერი, შემდეგ მოყავისფრო; ახასიათებს ტყის სუნი.
იზრდება ფოთლოვან ტყეში.
მუხისძირა (ლათ. Suillellus luridus)
დიდნაყოფსხეულიანი სოკო, რომელსაც აქვს ნახევარსფეროსებრი, ხავერდოვანი ქუდი. ფეხი სქელია. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, კირიან ნიადაგზე, ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად, ზაფხულიდან შემოდგომამდე.
ირმისბაწარა (ლათ. Hericium coralloides)
ნაყოფსხეული – ძლიერ დატოტვილია და მოგვაგონებს აწეწილ ბაწრის გორგალს; თეთრია ან მოყვითალო. „ეკლები“ გრძელი, წაწვეტებული და მრავალრიცხოვანი აქვს; ყველა მიმართულია ქვევით, თეთრია ან ღია მოყვითალო.
რბილობი – თეთრია, ოდნავ მომწარო გემოთი. სპორები – სფეროსებრია, 3-5 მკმ დიამეტრისა, უფერული.
დათვის სოკო (ძირბუკა) – (Boletus edilis)
ფოტო / Photo by: Ivane Nazgaidze
ქუდი – 8-20 სმ და ზოგჯერ მეტი დიამეტრისაა, აქვს სხვადასხვა ფერის (თეთრი, წაბლისებრი, მუქი მურა) ქუდი, რომლის ზედაპირი მშრალი ტიტველი ან ოდნავ შებუსვილია. ქუდის ქვედა მხარე წვრილნასვრეტებიანია, ნორჩობაში თეთრი, შემდეგ კი მოყვითალო-მომწვანო. ფეხი ძირში ბოლქვისებრია, ზემოთ კი ცილინდრული. რბილობი თეთრია, ჰაერზე ფერს არ იცვლის.
იზრდება როგორც წიწვოვან, ისე ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად იყენებენ ახალმოკრეფილს, დამწნილებულსა და გამხმარს. წიწვიან და ფოთლოვან ტყეებში ზაფხულ – შემოდგომით.ერთ-ერთი ძვირფასი სოკოა.
წყარო: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები
ნახეთ ასევე ამავე თემაზე:
კახეთში მსოფლიოში უნიკალური სახეობის სოკოების არსებობა დასტურდება