ახალი ამბები

ქეთი მოლაშვილი- ჩემი აქიურობის გამო,ჩემი მშობლები სამსახურიდან გაათავისუფლეს

წნორის ცოდნის კაფეს წარმომადგენელი, სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი აცხადებს, რომ მისი აქტიურობის გამო, მისი მშობლები დაკავებული თანამდებობებიდან გაანთავისუფლეს.

ის ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

,,ვინც იცით, ჩვენს ოჯახს სხვა დამატებითი შემოსავალი არ აქვს, სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, დედაჩემი და მამაჩემი ცხოვრობენ ამჟამად წნორში და მე. ბოლო წელია მოხალისეობრივად ვემსახურები საქართველოს და ცოდნის კაფეს პროექტები სრულად შევაჩერეთ, ჰოდა ახლა უცებ გაიაზრეთ ამათი ადამიანობა, რომ ოჯახი, რომელიც სრულად საჯარო სამსახურშია დასაქმებული და დამატებითი შემოსავალი არ აქვს, ერთ დღეს სრულიად შემოსავლის გარეშე დატოვეს. უნდათ რომ მიიღონ კანონები, სადაც საჯაროდ პოსტების წერაზეც 3 წლიანი ციხეა, სრულად საპოლიციო რეჟიმზე და წყობაზე გადადის რეჟიმი
და ჩემს ოჯახს ისევ ახლიდან უწევს ბრძოლა ამ ყველაფრის წინააღმდეგ. რა ვიცი, იურიდიულად, სწორად, საბრძოლველად როგორც და რანაირადაცაა საჭირო, ვინც იცით შეგვეხმიანეთ.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ეს რეჟიმი რომ დასრულდება, ამ ადამიანებმა თავი უნდა აღიდგინონ, ვისაც დანიშნავენ მათ ადგილებზე, ცალკე აქციები უნდა მოვუწყო. ეს ქვეყანა ჩალით დახურული ვისაც ჰგონია, ძალიან ცდება, ცეცხლი ოლიგარქიას”,– წერს ქეთი მოლაშვილი.