ახალი ამბები

სამშენებლო სექტორში დასაქმებული მეწარმეებისთვის გადასახადები ოცმაგდება

ცვლილებები შედის სამშენებლო სექტორში დასაქმებული მეწარმეებისთვის. მათთვის გადასახადები ოცმაგდება. ისინი, როგორც მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირები შეღავათით სარგებლობდნენ, თუმცა ეს შეღავათი უქმდება და უკვე 1-ლი თებერვლიდან 1%-ის ნაცვლად 20%-ით დაიბეგრებიან.

სამშენებლო სექტორში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში უძრავი ქონების თვითღირებულებას გააძვირებს და როდესაც ბაზარზე მოთხოვნა მცირდება და უძრავი ქონების თვითღირებულება იზრდება, მსგავსი გადაწყვეტილებები სექტორისთვის რისკის შემცველია.