ახალი ამბები

სოფელ ზეგაანის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია

წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია ადრექრისტიანული ხანის ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლია. ეკლესია განეკუთვნება მე-5 საუკუნეს.

ისტორიკოს თამაზ მარკოზაშვილის განცხადებით, მცირე ზომის (2,5 მ×2,5 მ) ნაგებობას, გუმბათი შიგნიდან აქვს დატანებული რაც ქართულ არქიტექტურაში იშვიათი შემთხვევაა.

,,კედლის მხატვრობა განეკუთვნება მე-15 საუკუნეს. ინტერიერი მოხატულია, სხვადასხვა ბიბლიური სცენებით. გუმბათის ცენტრში, იესო ქრისტეა გამოსახული. ეკლესიის გეგმას, საფუძვლად უდევს ჯვარი. სამლოცველოს გარშემო, ქვითკირის გალავანი ჰქონია რომელიც ფრაგმენტულად შემორჩა”.

წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია, ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ფოტოები: თამაზ მარკოზაშვილი