ახალი ამბები

ChatGPT-ის თვალით დანახული ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები

ხელოვნური ინტელექტი დღეს მრავალ სფეროში გამოიყენება, და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია აქტიურად ცდილობს, მისი შესაძლებლობები ბუნების დაცვასა და ტურიზმის განვითარებაში გამოიყენო.

ამასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ინფორმაციას და ფოტომასალას ავრცელებს.

,,ChatGPT-ის მიერ შექმნილი ლაგოდეხის ნაკრძალის აღწერა: ულამაზესი ლანდშაფტები: მთები, ჩანჩქერები და უხვი ტყე, რომელიც ათასობით სახეობას თავშესაფარია; უნიკალური ბიომრავალფეროვნება: შველი, არჩვი, მთის არწივი და იშვიათი მცენარეები, რომლებიც მსოფლიო მნიშვნელობის სიმდიდრეა; ტურისტული ბილიკები და ქოხები, რომლებიც მოგზაურებს უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს სთავაზობს; რეინჯერების თავდადებული გუნდი, რომელიც ყოველდღიურად იცავს ბუნებას და ეხმარება ვიზიტორებს; რატომ ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს? გვინდა გავაუმჯობესოთ ვიზიტორებისთვის უკეთესი ინფორმაციის მიწოდება; ვაწარმოოთ დაცული ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების უკეთ მონიტორინგი და უზრუნველვყოთ ტურიზმის მდგრადი განვითარება”,- ნათქვამია დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.