VI-VII საუკუნეების ქვის სამარხი სოფელ ძირკოკში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, სოფელ ძირკოკში, VI-VII საუკუნეების ქვის სამარხი მდებარეობს.
მისი თქმით, სამარხში აღმოჩელია ზრდასრული ადამიანების ჩონჩხები, რომელთაც ხელზე ეკეთათ ბრინჯაოს ბეჭდები.
,,სამარხი, რომელიც სოფელ ძირკოკში მდებარეობს, შეისწავლეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგებმა და მასალა გადაეცა გურჯაანის ფონდსაცავს”.
გარდა ამისა, აღმოჩენილია ანტიკური ხანის ნამოსახლარი და სამარხები.

