ახალი ამბები

knews.ge მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს

კახეთის ხმა/knews.ge სოლიდარობას უცხადებს ონლაინგამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე მე-16 დღეა საპატიმროში შიმშილობს, რაც მის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, სამედიცინო პერსონალის ჩართულობით, კონტროლზე აიყვანონ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

სოლიდარობა და მხარდაჭერა მზია ამაღლობელს, თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს.